ადვოკატის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მონაცემების კვლავ გამოქვეყნების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის მხრიდან შემოწმებაზე უარს განაცხადებს

ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მონაცემების გამოქვეყნების შემთხვევაში, მესამე პრეზიდენტი პენიტენციური სამსახურის მხრიდან შემოწმებაზე უარს განაცხადებს.

როგორც გელხაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სასჯელაღსრულების დაწესებულება სააკაშვილის პერსონალურ მონაცემებს ცუდად იყენებს და მის დაუკითხავად ავრცელებს, რაც დაუშვებელია.

„საავადმყოფოში გადაყვანაზე და მედიკოსების ჩარევაზე მიხეილ სააკაშვილის პოზიცია უცვლელია, ის უარს აცხადებს ექიმების ჩართულობაზე მისი ცუდად გახდომის შემთხვევაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ის თაფლს იღებდა ჩაისთან ერთად, მაგრამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მან ყველაფრის მიღებაზე უარი განაცხადა, მათ შორის ნატურალური წვენების მიღებაზეც. მხოლოდ ჩაის და წყალს სვამს. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ კიდევ მოხდება მსგავსი რამ, მონაცემების მიცემაზე უარს იტყვის ვინაიდან სასჯელაღსრულების დაწესებულება ამას იყენებს ცუდად, ავრცელებს მის პერსონალურ მონაცემებს, რაც დაუშვებელია”, - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

ცნობისთვის, გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები იყო ასახული.

მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა - 120/90; პულსი - 90; სატურაცია - 97. გლუკოზა - 101mg/dl”, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო