ბექა ბასილაია - არც კი განგვიხილავს მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხი, იმდენად ნათლად საუბრობს, რომ ბრძოლა ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი

არც კი გვისაუბრია და განგვიხილავს საავადმყოფოში გადაყვანის საკითხი, იმდენად მკაფიოდ და ნათლად საუბრობს, რომ ჩვენი ბრძოლა ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მორალურად იმდენად მტკიცედაა, რომ შიმშილობის ნეგატიური ეფექტები მასთან კომუნიკაციისას არ იგრძნობა.

„ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ შიმშილობის ყოველი დღე უკავშირდება ახალ სირთულეებს. ამავდროულად, შიმშილობის ყოველი დღე უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სიმტკიცეს და მორალურ მხნეობას. მორალურად არის იმდენად მტკიცედ, რომ შიმშილობის ნეგატიური ეფექტები მასთან კომუნიკაციისას არ იგრძნობა. არც კი გვისაუბრია და განგვიხილავს საავადმყოფოში გადაყვანის საკითხი, იმდენად მკაფიოდ და ნათლად საუბრობს, რომ ჩვენი ბრძოლა ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი“, - აღნიშნა ბასილაიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ექიმი ყოფილი პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. მისი თქმით, სააკაშვილს ყოველ წუთს შეიძლება დასჭირდეს კლინიკაში გადაყვანა, რადგან ციხის სამედიცინო პუნქტი არ არის აღჭურვილი, რომ სერიოზული რეანიმაციული მკურნალობები ჩაატაროს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა