ბესიკ დონაძე - ცესკო-მ საოლქო კომისიებს დაავალა, რომ არ გახსნან ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი უბნები და ეს არის არჩევნების გაყალბების ორკესტირებული მცდელობა

ცესკომ საოლქო კომისიებს დაავალა, რომ არ გახსნან ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი უბნები და ეს არის არჩევნების გაყალბების ორკესტირებული მცდელობა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ბესიკ დონაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების გაყალბების რეჟიმში იმყოფება.

„მათ საოლქო საარჩევნო კომისიებს დავალება მისცეს, რომ ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი საარჩევნო უბნები არ უნდა გაიხსნას და ხმები არ უნდა გადაითვალოს, შესაბამისად ჩვენი მოთხოვნები საოლქო საარჩევნო კომისიებში არ კმაყოფილდება. ზოგადად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არჩევნები უნდა გაყალბდეს. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნები საოლქო საარჩევნო კომისიებში არ კმაყოფილდება. შემდეგ სასამართლოში მივდივართ და სასამართლო არ გვიკმაყოფილებს გახსნის და გადათვლის მოთხოვნას, ახლა სააპელაციო სასამართლოში მეორე ეტაპზე გადავდივართ.

იმ უბნებზე, სადაც ოქმები დაუბალანსებელი იყო, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნებს საყვედურები გამოუცხადეს და აღიარეს, რომ ამ ადამიანებმა დაარღვიეს საარჩევნო კოდექსი. შესაბამისად, მთლიანი ოქმი ეჭვქვეშ დგება. სწორედ ამიტომ, მთლიანად საარჩევნო უბანი უნდა გაიხსნას და ხმები გადაითვალოს. 2 ოქტომბრიდან ოპოზიცია ამას ითხოვს. გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ მათ მიერ არჩეულმა კომისიის წევრებმა ვერ დათვალეს ხმები და 9 ოქტომბერს აღმოჩნდა, რომ "ქართულ ოცნებას" 100 ხმით მეტი აქვს, ოპოზიციურ პარტიებს კი ნაკლები. ამას ვამბობთ, რომ უბნები არ არის სწორად დათვლილი და უნდა მოხდეს უბნების გადათვლა. სამწუხაროდ, ოპოზიციის მოთხოვნილ უბნებს არ ხსნიან და იმ უბნებს, რომლებზეც აქვთ ინფორმაცია, რომ მათთვის სასარგებლო შედეგი დადგება, ხსნიან. საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, შედეგები არასწორადაა დათვლილი, ამაზე მეტი გაყალბება არ არსებობს, რომ საბოლოო შედეგი ჩაწერო არასწორად“, - განაცხადა დონაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა