გიგი წერეთელი - სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულების შემთხვევაში პასუხისმგებელია ხელისუფლება, ვინც დაიწყო ეს პოლიტიკური დევნა და  საპატიმროში გამოკეტა საქართველოს მესამე პრეზიდენტი

მისი პირადი ექიმის მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რთულია და ბუნებრივია ასეც იქნება, 10-11 დღის შიმშილობის შემდეგ მით უმეტეს მგზავრობის წინა პერიოდი ასეთივე რთული, არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ შეიძლება აქ ყველაფერი მშვიდად და წყნარად იყოს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვაქვს 2 წყარო, ერთი არის ოფიციალური პენიტენციური სამსახურის, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და ძირითადი პარამეტრები ნორმაშია, მაგრამ მისი პირადი ექიმის მონაცემებით სააკაშვილის მდგომარეობა რთულია და ბუნებრივია ასეც იქნება.

10-11 დღის შიმშილობის შემდეგ მით უმეტეს მგზავრობის წინა პერიოდი ასეთივე რთული, არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ შეიძლება აქ ყველაფერი მშვიდად და წყნარად იყოს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მუდმივი ყურადღება და მონიტორინგი, მით უმეტეს, როცა არსებობს თანმხლები დაავადებაც, ნებისმიერი გართულების შემთხვევაში პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, მათზე ვინც დაიწყო ეს პოლიტიკური დევნა და დღეს საპატიმროში გამოკეტა საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, ახლა მთავარი ამოცანა მის ჯანმრთელობასთან ერთად არის მისი თავისუფლება, რაც მალევე უნდა მოხდეს!“,- აცხადებს გიგი წერეთელი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა