არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი - ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსგავსი ფაქტი კიდევ იქნება, რადგან საქართველოში ავარიული უფრო მეტი შენობაა, ვიდრე საღი

„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, არქიტექტორ ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, ბათუმში შენობის ერთ-ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის ფაქტი, 99%-ით პირველი სართულის ან სარდაფის შუა ნაწილში მზიდი კედლის გამოცლამ გამოიწვია.

ამასთან, როსტომაშვილის თქმით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსგავსი ფაქტები სხვა ბევრიც აუცილებლად იქნება, რადგან საქართველოში ავარიული უფრო მეტი შენობაა, ვიდრე საღი.

„პირველივე დღეს, როცა ეს მოხდა, დავაფიქსირე აზრი, რომ ნგრევის პროცესი, როგორც კადრებიდან ჩანს, ისე დაიწყო, რომ დაწოლა მოხდა პირველი და მეორე სართულს, გადახურვის ფილებს შორის და პირველი სართულის ბათქაშიც კი გამოინგრა. ეს 99%-ით გამოწვეული იყო პირველი სართულის ან სარდაფის შუა ნაწილში მზიდი კედლის გამოცლის გამო - ეს ცალსახაა. ბევრად ნაკლებია საღი შენობა თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში.მსგავსი პრეცედენტები აცილებელი კი არა აუცილებლად იქნება და ძალიან გახშირდება, ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ასეა.

სპეციალისტებმა ცხადია, უნდა შეიმუშაონ კანონმდებლობა, მე ვფიქრობ, დაგვიანებულიც კია, მაგრამ სჯობს დროზე გავაკეთოთ. ეს არის მშენებლობის სამინისტრო. თან ეს მშენებლობა ცუდია თუ კარგია, მთლიანი შიდა პროდუქტის ძალიან დიდ ნაწილს შეადგენს, ამის რეგულაცია და სწორ ჩარჩოებში მოქცევა არის აუცილებელზე აუცილებელი. მე მგონია, რომ ეს არის პრიორიტეტი, რადგან თბილისისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე არის ავარიული ფონდი, მე არ მინდა მოსახლეობა დავზაფრო, მაგრამ 4-5 ბალიანი მიწისძვრა რომ მოხდეს, კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით“, - განაცხადა როსტომაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა