ქართული ღვინის კომპანია „ჟუჟუნა“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს

ქართული ღვინის კომპანია „ჟუჟუნა“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათი განმარტებით, „თიბისი“ აღნიშნული კომპანიის პარტნიორი 4 წლის წინ გახდა.

„4 წლის წინ, როცა „თიბისი“ ახლადშექმნილი კომპანიის, „ჟუჟუნას“ პარტნიორი გახდა, ჩვენთვის უკვე სრულიად ნათელი იყო, რომ ამ კომპანიის ჩანაფიქრი - ქართული ყურძნის ჯიშებზე დამზადებული, ბუნებრივად გაზიანი, ნახევრადცქრიალა ღვინო „ჟუჟუნა“ მომავალში უამრავ თაყვანისმცემელს გაიჩენდა და მთელ ქვეყანას მოიცავდა.

მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ეს პროდუქტი ახალგაზრდულ სასმელად იყო ჩაფიქრებული, „ჟუჟუნა“ - სიმსუბუქის, ბუნებრივი არომატისა და ხარისხის წყალობით - მალევე გასცდა ამ ნიშას და ალკოჰოლური სასმლის მოყვარული ყველა ასაკობრივი ჯგუფი მოიცვა.

დაარსების დღიდან 3 წლის განმავლობაში ქართულ შუშხუნა ღვინო „ჟუჟუნა“ ჩამოსასხმელი სახით არსებობდა და ფესტივალების, ბარების, კლუბების, კერძო წვეულებების და ზოგადად - პოპკულტურის ნაწილად იქცა“, - აცხადებენ „თიბისიში“.

„თიბისი“ იმ მიზეზებსაც განმარტავს, რის გამოც კომპანია „ჟუჟუნა“ ქართულ ბაზარზე პოპულარობით სარგებლობს.

„პირველ რიგში, ესაა მისი ფორმა - ჩამოსასხმელი ნახევრადცქრიალა ღვინო ახალგაზრდებისთვის ძალიან კომფორტული აღმოჩნდა. შემდეგ - მისმა შიგთავსმა, რომელიც, გარდა იმისა, რომ თავისი პირვანდელი სახით ყველანაირ კერძთან თუ ნუგბართან მიდის, ასევე წარმატებულად იმიქსება ხილთან და სხვა ალკოჰოლურ სასმელთანაც, მისგან მზადდება სხვადასხვა უგემრიელესი კოქტეილები.

პანდემიის პერიოდში ჟუჟუნამ შინ მიტანის მომსახურება გააძლიერა. გადალახა დროის გამოწვევა და სირთულეები და არასდროს შეუწყვეტია განვითარება.

2021 წლიდან ბრენდი უკვე ახალი შეფუთვით - ბოთლში ჩამოსხმული მოგვევლინა, რამაც „ჟუჟუნა“ კიდევ უფრო კომფორტული და, შესაბამისად, მასშტაბური გახადა“, - აღნიშნულია „თიბისის“ განცხადებაში.

„ჟუჟუნას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ტაბატაძე, საკუთარი ბრენდის შესახებ განვითარების ისტორიას იხსენებს.

„ჩამოსასხმელი ხაზი 2020 წლის ზაფხულში, „თიბისის“ დახმარებით ვიყიდეთ და 2021 წელს ბაზარზე უკვე გვქონდა ბოთლში ჩამოსხმული „ჟუჟუნა“, რომლის შიგთავსიც ჩამოსასხმელისგან არ განსხვავდება. ბოთლებში ჩამოსხმამ „ჟუჟუნა“ გაცილებით მოქნილი გახადა, მოვიცავით უფრო მეტი ლოკაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, დავამატეთ ბევრ ისეთ კაფეში და ბარში, სადაც ჩამოსასხმელ სისტემას ვერ ვამონტაჟებდით და ამის გამო არ ვოპერირებდით, ავითვისეთ თბილისის და საქართველოს საცალო ვაჭრობის ქსელებიც“ - ამბობს ტაბატაძე.

საქართველოს ბაზრის ათვისების გარდა, „ჟუჟუნას“ ბოთლებში ჩამოსხმას სხვა, ასევე მნიშვნელოვანი სიახლეც მოყვა - კომპანიამ პროდუქტის ექსპორტზე გატანა გადაწყვიტა. დღეისათვის მოლაპარაკება რამდენიმე უცხოურ კომპანიასთანაა დაწყებული, მათ შორის „ჟუჟუნათი“ ჩინელი და იაპონელი ბიზნესმენები დაინტერესდნენ.

იაპონიაში საქმეთა დროებითი რწმუნებულის, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, თეიმურაზ ლეჟავას ხელშეწყობით, ერთ-ერთი თრეიდინგ კომპანია იაპონიიდან სატესტოდ 12 000 ბოთლი „ჟუჟუნას“ შეუკვეთა. მოლაპარაკებები მიდის ჩინურ კომპანიასთანაც და მათაც 4 000 ბოთლი მათაც გაეგზავნათ. ამ ბაზრებზე გატესტვის შემდეგ, დადებითი შეფასების შემთხვევაში, „ჟუჟუნა“ ორივე ქვეყნის ბაზარზე გავა.

4 ადამიანის მიერ 4 წლის წინ დაწყებული ბიზნესი დღეს 14 დასაქმებულს ითვლის. თვეში კომპანია 10 ტონა ღვინოს ასხამს. წლევანდელი რთველით „ჟუჟუნამ“ 80 ტონა ყურძენი დაწურა, რაც დაახლოებით 50 ტონა ღვინოს უდრის. დაფუძნებლები ამბობენ, რომ მიუხედავად განვლილი რთული გზისა, „ჟუჟუნამ“ მოლოდინები სრულად გაამართლა. და თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც დაგეგმილია, 2022 წლიდან ქართული „ჟუჟუნა“ ჯერ აზიის, შემდეგ კი ამერიკისა და ევროპის ბაზრებსაც აითვისებს.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო