„ვისოლ ჯგუფმა“ ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებულ რამაზ დავლაძის ოჯა­ხს ბინა შეუძინა

„ვისოლ ჯგუფი“ უსამძიმრებს ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და რამაზ დავლაძეს და მის ვაჟს ბინას გადასცემს.

შეგახსენებთ, რომ ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პული 9 პირიდან 4 რამაზ დავლაძის ოჯა­ხის წევრია.

„ჩვენ მთელი გულით ვუსამძიმრებთ დაზარალებულ ოჯახებს. ეს ამბავი მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა და გვესმის, რომ ვერაფრით ვერ შევუმსუბუქებთ მათ ამ უმძიმეს მდგომარეობას. ჩვენ უბრალოდ ამ გზით შევეცადეთ მცირედი მხარდაჭერა გაგვეწია მათთვის და თანაგრძნობა გამოგვეხატა“, - აცხადებენ „ვისოლ ჯგუფში“.

კორპუსის იმ სადარბაზოში, რომელიც ჩამოინგრა, 15-მდე ოჯახი ცხოვრობდა. საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, მათგან 3 ბავშვი.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია