სინოპტიკოსების პროგნოზით, 17 ოქტომბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

17 ოქტომბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 13 ოქტომბრიდან +22, +27 გრადუსამდე დათბება.

თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 11-12 ოქტომბერს 17, +19 გრადუსი იქნება, ხოლო 13 ოქტომბრიდან +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა