გიული ალასანია - ჩემი შვილი ძველებურად ვერ გამოიყურება - ცდილობდა ყოჩაღად ყოფილიყო, მაგრამ ვერ არის ყოჩაღად

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შვილებმა და დედამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულეს.

როგორც მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი შვილი ძველებურად ვერ გამოიყურება.

„ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ამ საკანში მოხვდებოდა, ის დღეები, როგორ ჩანს, არაფერი უჭამია. მე ბევრი მოშიმშილე არ მინახავს, მაგრამ ეს ვნახე და ძველებურად ვერ გამოიყურება. მე და მისი შვილები შევედით, ძალიან ცდილობდა, რომ კარგად და ყოჩაღად ყოფილიყო, მაგრამ ვერ არის ყოჩაღად. ექიმის შეფასება სხვა არის და მათ კარგად იციან, მაგრამ, ჩემი აზრით, ძველებურად ვერ არის“ , - განაცხადა ალასანიამ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას, გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მიხეილ სააკაშვილი მას დიდიხანია არაფერს არ უჯერებს და მას ყველაფერზე თავისი ჭკუა და აზრი აქვს“.

„ადრე ვინც შედიოდა, ვიცოდი მათი აზრი ამ საკითხზე, ამ თემაზე საერთოდ ლაპარაკიც არ უნდა. რა თქმა უნდა, მეც წამოვიწყე ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ეს თემა მიღებული არ იყო და შევცვალეთ მერე თემა. რაც შეეხება სასამართლო პროცესების ჩანიშვნას, პროცესების ჩანიშვნაზე არ გვისაუბრია, მაგრამ ჩემი აზრია, რომ ეს სწრაფად უნდა მოხდეს, რა არის აქ გადასადები?!“ - განაცახადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ „მიხეილ სააკაშვილი ბრძოლის ხასიათზე მუდმივად არის და ფეხზე იდგება“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა