მიხეილ სარჯველაძე - არ შეიძლება შიმშილობა პატიმრის გათავისუფლების და პატიმრობის შეცვლის საფუძველი გახდეს

არ შეიძლება შიმშილობა პატიმრის გათავისუფლების და პატიმრობის შეცვლის საფუძველი გახდეს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძის თქმით, შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობა განსხვავებული, უფრო მაღლა მდგომი უნდა იყოს, ვიდრე სტანდარტული შემთხვევა, მაგრამ ეს ასე არ არის და სამართალი მსჯავრდებულებს პოლიტიკური წარსულის მიხედვით ვერ განასხავავებს.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებული ყურადღების საგანია. ყველა უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე საიმისოდ, რომ არ იქნას დაშვებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება და ხელოვნურად გაუარესება. ამ დროისთვის ნამდვილად არ არის ისეთი მდგომარეობა, რამაც შეიძლება რაიმე ფორმით სასჯელის ფორმის შეცვლაზე გვაფიქრებინოს. მისი უფლებაა გამოხატოს პროტესტი, თუმცა ასევე უმჯობესია საუბარი იმის შესახებ, თუ რა არის პროტესტის მიზეზი. პროტესტის მიზეზს ნამდვილად არ წარმოადგენს სასჯელის არაღსრულების მოთხოვნა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კითხვაზე, პირადად ის, როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხომ არ აპირებს საპატიმრო დაწესებულებაში შესვლას და მესამე პრეზიდენტის მონახულებას, სარჯველაძემ განაცხადა, რომ მისი ციხეში შესვლისა და ვითარების ადგილზე შესწავლის აუცილებლობა არ არსებობს.

"ასეთი რამ რომ არსებობდეს, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებდი, მაგრამ ამ წუთას ვითარების ადგილზე გაცნობის საჭიროება არ არსებობს. ვფლობ მიმდინარე ინფორმაციას, თუ როგორია მდგომარეობა და პირადად მისვლის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა