პრემიერი - სომხეთში წარმატებული ვიზიტი მქონდა - მოგეხსენებათ, ჩემი ინიციატივაა, რეგიონში თანამშრომლობა დავიწყოთ და ახალი პლატფორმა შეიქმნას, რომლის ფარგლებში ჩვენ, 3 ქვეყანა დავიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას

სომხეთში ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა - მოგეხსენებათ, ჩემი ინიციატივაა, რეგიონში თანამშრომლობა დავიწყოთ და ახალი პლატფორმა შეიქმნას, რომლის ფარგლებში ჩვენ, 3 ქვეყანა დავიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას და ამ პროცესში საქართველოს და ჩვენ დიდი როლი გვაკისრია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აქტიურად შეასრულებს მედიაციის როლს ორივე მეზობელ ქვეყანასთან.

„ჩვენ უკვე შევქმენით მედიაციის წარმატებული პრეცედენტი ივნისში, როდესაც ჩემი უშუალო ძალისხმევით და, ბუნებრივია, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერების შეთანხმებით, მივაღწიეთ წარმატებას, რაც გულისხმობდა პატიმრების გათავისუფლებას და ასევე რუკების გადაცემას აზერბაიჯანისთვის. ამ მიმართულებით მე ძალიან ვაქტიურობ. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სწორედ ჩვენი თანამშრომლობა რეგიონის ჭრილში, რეგიონის ფორმატში და საქართველო აქტიურად შეასრულებს მედიაციის როლს ორივე მეზობელ ქვეყანასთან“, - აღნიშნა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო