ირაკლი ქადაგიშვილი - შეიძლება ადამიანების გარკვეული რაოდენობა შეკრიბო, მაგრამ ამას არც სააკაშვილის ბედზე და არც არჩევნების მიმდინარეობაზე არ ექნება გავლენა

სააკაშვილის შიმშილობის ფორმა როგორც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, არის მსუბუქი, იგი არ არის მშრალ შიმშილობაზე ან მარტო წყლით შიმშილობაზე, დამატებით მკვებავ ნივთიერებებს იღებს , - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, მისი თქმით, ამაზე იმ ადამიანებს უნდა ჰკითხონ, ვინც მას დაჟინებით ურჩევდა ჩამოსულიყო.

" რა თქმა უნდა, ეს არის მისი ნება, მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ იშიმშილოს ამა თუ იმ ფორმის გამოყენებით. მას აქვს ყველა ის პირობა პატიმრობაში შექმნილი, რაც დემოკრატიული ქვეყნების საპატიმროებში არსებობს.

პოლიტიკური კუთხით მოგახსენებთ, რომ ეს არის ძირითადად იმ პოლიტიკური პარტიების, იმ ადამიანების, ე.წ. ექსპერტების პრობლემა, ვინც ალბათ ყოველდღიურად ეხვეწებოდა მიხეილ სააკაშვილს, შენ თუ საქართველოში ჩამოხვალ, აქ მთელი ხალხი აღფრთოვანებით დაგხვდება და პოლიტიკური დღის წესრიგი ქვეყანაში ერთ საათში შეიცვლებაო, ეს პასუხისმგებლობა როგორია ამ პოლიტიკურ აქტორებს უნდა ჰკითხოთ", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამასთან, ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს.

რაც შეეხება აქციას, რომელიც 14 ოქტომბერს არის დაანონსებული, მისი თქმით, ის რაიმე გავლენას სააკაშვილის ბედზე ვერ იქონიებს.

"აქციაზე ადამიანების თავმოყრა შეიძლება უზრუნველყო, მაგრამ მისი შინაარსობრივი დატვირთვა არა აქტუალურია. ყველას კარგად ესმის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსაც, რომ ის დღის წესრიგი რაც სააკაშვილის გარშემოა შექმნილი, არის სააკაშვილის და იმ ადამიანების შექმნილი, ვინც ის მოტყუებით შემოიყვანა აქ და ამ მდგომარეობაში ჩააგდო. აქედან გამომდინარე შეიძლება ადამიანების გარკვეული რაოდენობა შეკრიბო, მაგრამ ამას არც სააკაშვილის ბედზე და არც არჩევნების მიმდინარეობაზე არ ექნება გავლენა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, რას გულისხმობს, როცა ამბობს, რომ სააკაშვილი მოტყუებით ჩამოიყვანეს, ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ამ მხრივ საინტერესო მისი მრჩევლები არიან.

"როცა ურჩევდნენ, რომ აუცილებლად უნდა ჩახვიდეთ საქართველოში, ასეთი მრჩევლები არიან საინტერესო, ვინც დაჟინებით ურჩევდა და ერთ დღეში დღის წესრიგის შეცვლაზე ესაუბრებოდა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა