ირაკლი ხმალაძე - თბილისის მუნიციპალიტეტმა 4 წლის განმავლობაში 365 ავარიული შენობა გაამაგრა

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 წლის განმავლობაში 365 ავარიული შენობა გაამაგრა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისის მერია გეგმავს, ავარიული შენობები არა გაამაგროს, არამედ მთლიანად ჩაანაცვლოს.

„მუნიციპალიტეტმა 4 წლის განმავლობაში 365 ავარიული შენობა გაამაგრა. ყოველწლიურად ბიუჯეტში ავარიული შენობების გამაგრების მიზნით დაახლოებით 15-20 მილიონი ყოველთვის იყო გათვალისწინებული, ჩვენ ეს კარგად გვესმის. მომდევნო 4 წლის განმავლობაში გვინდა, ცოტა განახლებული პროგრამით ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, რაც არის უკვე არა ავარიული შენობების გამაგრება, არამედ ავარიული შენობების მთლიანად ჩანაცვლება“, - განაცხადა ხმალაძემ.

მისი თქმით, 62 შენობის გამაგრება ამ მომენტშიც მიმდინარეობს.

ირაკლი ხმალაძის თქმით, ავარიული შენობები ქალაქისთვის ერთ-ერთ მთავარი პრობლემაა.

„თბილისში სულ ჯამში გვაქვს 10 000-მდე ავარიული შენობა. იმ პროგრამას, რომელსაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვააანონსებთ, 4 წელი ნამდვილად არ ეყოფა. მთავარია, მუნიციპალიტეტს ჰქონდეს სისტემური გადაწყვეტა ამ პრობლემის მიმართ. უნდა იცოდეს მოქალაქემ, რას სთავაზობს მას მუნიციპალიტეტი, ეს უნდა იყოს რაციონალური, ეკონომიური და გონივრული შეთავაზება, რომელიც დავასტრუქტურირეთ და ვთავაზობთ მოსახლეობას. ეს ითვალისწინებს მოსახლეობის მუნიციპალიტეტის ხარჯებით დროებით საცხოვრებელი ფართებით, ქირით უზრუნველყოფას და 2 წლის განმავლობაში ჩანაცვლების პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა ხმალაძემ.

მის თქმით, მერიის პროგრამა ეხება არა ე.წ. ხრუშოვკის ტიპის სახლებს, არამედ ყველა ავარიულ შენობას.

„ეს არ არის დეველოპერებისთვის განკუთვნილი პროგრამა, არამედ არის მუნიციპალური დაფინანსებით განსახორციელებელი პროგრამა, რომელშიც სამშენებლო კომპანიები ჩაერთვებიან“, - განაცხადა ხმალაძემ.

ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ჯეიმი ფლაი - უკრაინელებმა მთელი მსოფლიო დაარწმუნეს, რომ მზად არიან დაიცვან თავის ქვეყანა, მიუხედავად საშინელი საფრთხისა, რომლის წინაშეც იდგა უკრაინის ბევრი ოფიციალური პირი და უკრაინელი ხალხი
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
SWEFLAND Group ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის - ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი სოლიდარობის ფონდთან
IDS ბორჯომსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა