ირაკლი ქადაგიშვილი - უბნების მეოთხედის გადათვლამ დაგვანახა, რომ ყველა უბანი რომ გავხსნათ და გადავთვალოთ, ცდომილება იქნება მხოლოდ 0.05 პროცენტი

უბნების მეოთხედის გადათვლამ დაგვანახა, რომ ჩვენ ყველა უბანი რომ გავხსნათ და გადავთვალოთ, ცდომილება იქნება მხოლოდ 0.05 პროცენტი - გადათვლების შედეგად ყველაზე მეტი ხმა "ქართულ ოცნებას" დაემატა, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გადათვლებმა აჩვენა, რომ ძირითადად ტექნიკური ხასიათის შეცდომებს ჰქონდა ადგილი და ცდომილება იმდენად მცირეა, რომ ერთი მანდატის ბედსაც ვერ წყვეტს.

„ამ საარჩევნო რეფორმამ დაგვანახა, რომ არჩევნების კუთხით რეალური პროგრესი გაგვაჩნია. დაახლოებით 890 - ზე მეტი უბანი გადაითვალა, ანუ ქვეყნის მთელი საარჩევნო უბნების 23%. აქედან 360 გადაითვალა კანონის დათვლით, შემთხვევითობის პრინციპით, 200- მდე უბანი საჩივრების გამო და რაც დარჩა იმ 890- დან ცესკო- ს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ეს იყო უბნები, სადაც ბალანსში 5- ხმიანი ცდომილება მაინც იყო. ფაქტობრივად, საარჩევნო უბნების მეოთხედი გადაითვალა და ცდომილება იყო 0.05 პროცენტი, ეს არის ის ტექნიკური ცდომილება, რომელიც ბელგიაში ან ჰოლანდიაშიც იქნება. მათ შორის, "ქართულ ოცნებას" გადათვლების შედეგად ყველაზე მეტი მოემატა. ეს იყო სტატისტიკური, მექანიკური შეცდომები, რომელიც ერთი მანდატის ბედსაც კი ვერ წყვეტს,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა