„ახალგაზრდობის სააგენტომ“ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ახალგაზრდულ სფეროში აღებული ვალდებულებებისა და რეფორმების მიმდინარეობის ანგარიში წარადგინა

საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის, მეექვსე სხდომაზე, ახალგაზრდულ სფეროში აღებული ვალდებულებებისა და რეფორმების მიმდინარეობის შესახებ საქმიანობის ანგარიში სააგენტოს ხელმძღვანელმა რეზო ჩარკვიანმა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდობის სააგენტო“ ავრცელებს.

„შეგახსენებთ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სააგენტო, როგორც ეროვნულ ისე ადგილობრივ, მუნიციპალურ დონეზე, ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნასა და ახალგაზრდების გაძლიერებაზე მუშაობს.

ახალგაზრდობის სააგენტომ, სრულად შეასრულა წინა სხდომის დროს აღებული ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შესაძლებლობების მხარდაჭერა და გავრცელება ახალგაზრდებში, მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტებისა და სტრატეგიების შემუშავების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში, ზოგადად კომპეტენციების განვითარებისა და მეწარმეობის უნარების განვითარების ხელშეწყობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს