აკაკი ბობოხიძე - ბიძინა ივანიშვილის დამარცხება იქნება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის და ზოგადად პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საფუძველი

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება იქნება კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის და ზოგადად პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საფუძველი, - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია და ეს ცრუ მოლოდინია.

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად ბევრი სხვადასხვა პოლიტიკური ინსტრუმენტია საჭირო, მათ შორის ბუნებრივია მნიშვნელოვანი როლი უჭირავს სახალხო პროტესტებს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემი აზრით, შექმნილია ცრუ მოლოდინი, რომ ერთი მიტინგით დაიწყება და დასრულდება ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირიქით, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება იქნება საფუძველი კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის და ზოგადად პოლიტიკური დევნის შესაწყვეტად ამ ქვეყანაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ პოლიტიკურ ღონისძიებაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დაწყებაზეც, მიმდინარეობაზეც და შედეგზეც "ნაციონალურმა მოძრაობამ", აქედან გამომდინარე "ევროპული საქართველო" არ და ვერ იქნება ორგანიზატორებთა შორის“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო