ბუსა ჟვანია - ნიკა კვარაცხელიას საქმესთან არანაირი შეხება არ მაქვს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან კავშირს უარყოფს. ის აღნიშნულით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს ის მიმალვაშია, ბუსა ჟვანია აცხადებს, რომ ის საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ იმყოფება.

"უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს, მე ვარ დაკავშირებული ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის საქმესთან.

პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო მომხდარის გამო. მინდა, აქვე კატეგორიულად განვაცხადო, რომ აღნიშნულ საქმესთან არანაირი შეხება არ მაქვს და ინფორმაციის გავრცელებამდე - მე არავინ დამკავშირებია. მეტი სიზუსტისთვის, მინდა აღვნიშნო, რომ ამჟამად საზღვარგარეთ ვიმყოფები ჩემს პროფესიულ და საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, მალე დავბრუნდები საქართველოში.

იმედს ვიტოვებ ამ განცხადების შემდეგ, დამთავრდება სპეკულაციები და ჩემი სახელის ხსენება მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით", - აცხადებს ჟვანია.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბუსა ჟვანია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებთან კავშირშია და მიმალვაში იმყოფება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა