თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე - როდესაც ადამიანი შიმშილობს, შემდეგ სიკვდილი მოდის, ეს ხელსაყრელი იქნებოდა რუსეთის უშიშროებისთვის

უშიშროებიდან გამოვიდა ინფორმაცია, რომ საუბარი იყო სააკაშვილის დემორალიზებაზე - როდესაც ადამიანი შიმშილობს, შემდეგ სიკვდილი მოდის და ეს ხელსაყრელი იქნებოდა რუსეთის უშიშროებისთვის, - ამის შესახებ „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა 10 ოქტომბრის აქციაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართა. თაკო ჩარკვიანის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი მოძრაობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი ერთი და იგივეა.

„დარეგისტრირდა 117 ათასი ადამიანი, ოფიციალური მონაცემებით. ანალიტიკოსებმა კი გვითხრეს, რამდენიც რეგისტრირდება, იმდენი არ მოდისო, მაგრამ იმის ნახევარი, რომ მოვიდეს, უკვე კარგია. ამ მოძრაობის ელექტორატი და „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი, მითუმეტეს, როდესაც ყველა პარტიამ 14 ოქტომბერს მოსვლა დააანონსა, ერთი და იგივე ელექტორატია. ამიტომ, უნდა იმოქმედო ამ დროს, შენი საქმისთვის, რომ კარგი იყოს. კაცი შიმშილობს, პრეზიდენტი, განა საკამათოა, რომ 10 ჯობია 14-ს? – 4 დღე საათობრივად სასიკვდილოდ მნიშვნელოვანია მოშიმშილესთვის და ამიტომ, ჯობია 10 ოქტომბერი და არა იმიტომ, რომ კაპრიზია ვინმესი.

უშიშროებიდან გამოვიდა ინფორმაცია, რომ საუბარი იყო სააკაშვილის დემორალიზებაზე. როდესაც ადამიანი შიმშილობს, შემდეგ სიკვდილი მოდის და ეს ხელსაყრელი იქნებოდა რუსეთის უშიშროებისთვის“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს