საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პორტუგალიაში ფრანსიშკუ ანდრეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და პორტუგალიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საკითხებში, ფრანსიშკუ ანდრეს შეხვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრას ასევე, ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში, გიორგი მირცხულავა.

„მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული კავშირების გაღრმავებასა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის აქტიურ მხარდაჭერას, ასევე საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა დეკემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებზე, „ასოცირებული სამეულის" მისწრაფებებსა და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს როლზე.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პორტუგალიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე ორდღიანი სამუშაო ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფებიან. დაგეგმილია შეხვედრები პორტუგალიის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, ედიტე ესტრელასთან; ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლუიშ კაპულას სანტოსთან; პორტუგალიის პარლამენტში სოციალისტური პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტთან, ლარა მარტინოსთან და საგარეო საქმეთა კოორდინატორთან, პაულო პისკოსთან; ეუთოში პორტუგალიის საპარლამენტო დელეგაციის წევრთან, ლუიშ გრასასთან და საქართველო-პორტუგალიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, სუსანა ამადორთან.

ვიზიტის ფარგლებში ქართველი კანონმდებლები პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის საკითხებში გენერალურ დირექტორს, მადალენა ფიშერს ასევე, ევროპის საქმეთა საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილეს, მარია ჟოაო და სილვეირა ბოტელიოს შეხვდებიან.

ვიზიტის მიზანია საპარლამენტო დონეზე საქართველოსა და პორტუგალიას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაფართოება და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში ურთიერთობების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისა და ხელშეწყობის უზრუნველყოფა.

პორტუგალიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით დაგეგმილია დისკუსია თემაზე: „გლობალური ევროპა და მისი აღმოსავლეთ სამეზობლო: რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი?", რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტარების მონაწილეობით გაიმართება მსჯელობა ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებზე, ახალი გლობალური ევროპის კონცეფციაზე, დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებზე, „ასოცირებული სამეულის" სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ასევე, საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებსა და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ეკატერინე ციმაკურიძე - როცა ტელევიზიის ხელმძღვანელს ასამართლებენ სრულიად არადამაჯერებელი მართლმსაჯულებით, ეს ნამდვილად არაა დასავლური მისწრაფება, ხელისუფლება კი ამბობს, რომ აქვს ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ საქმით სხვა რამეს ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
მუსიკათერაპია, როგორც ბედნიერების ტრენინგი
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა