თენგიზ ცერცვაძე - როგორც ჩანს, კოვიდი კიდევ დიდხანს დარჩება - დღეში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება, ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს შემდგომ მძიმე ტალღებს

დღეში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება - ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს, საუბარი არ არის მხოლოდ „მეხუთე ტალღაზე“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცერცვაძემ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ამ კუთხით რთული ვითარებაა.

მისი თქმით, საზოგადოება ერთი მხრივ, წუხს ვირუსით გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელზე, თუმცა, მეორე მხრივ, არაფერს აკეთებს ამ რაოდენობის შესამცირებლად.

„თუ ჩვენ ასეთი აბსურდის თეატრი გავაგრძელეთ, რომ იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ორი მილიონი ვაქცინა, როდესაც გვაქვს ვაქცინაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, ცენტრები, ავტობუსები, ბინაზე ვაქცინის შეთავაზება და ამ პირობებში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა გვექნება დღეში, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი. ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს, საუბარი არ არის მხოლოდ მეხუთე ტალღაზე.

როგორც ჩანს, კოვიდი კიდევ დიდხანს დარჩება. მთელ მსოფლიოში გულის ტკივილით და შურით ვუყურებ იმათ, ვინც მოახერხა 2/3-ზე მეტის ორჯერადად აცრა. ეს ისე ძალიან არ მოქმედებს შემთხვევების შემცირებაზე, როგორც სიკვდილობის შემცირებაზე. ზოგიერთ ქვეყანამ სამჯერადადაც კი აცრა. საქართველოში სიკვიდილობა შევამცირეთ 30-მდე, რაც ჩვენთვის მაინც ბევრია. ჩვენ, რომ გვქონდეს ვაქცინაციის ის დონე, რაც აქვს ევროპის ყველა ქვეყანას, ამერიკას, აზიის განვითარებულ ქვეყნებს, ჩვენთან სიკვდილობა დღეში 5-6-ზე მეტი არ იქნებოდა. ერთ მხრივ თითქოს მოსახლეობა შეწუხებულია იმით, რომ ვერ ხერხდება გარდაცვალების კიდევ უფრო დაბალ რიცხვზე დაყვანა, მეორე მხრივ ჩვენი მოსახლეობა არაფერს აკეთებს, რომ გარდაცვალების შემთხვევები შემცირდეს ხუთჯერ მაინც. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ დღეში 30-40 ათასი ვაქცინა გაკეთდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო