თენგიზ ცერცვაძე - უცხოელ ექსპერტებს შიში აქვთ, რომ შესაძლოა, „ტვინდემია“ თავიდან ვერ ავიცილოთ - აუცილებელია, გავაძლიეროთ კოვიდის ვაქცინაცია და რაც შეიძლება ეფექტიანად ჩავატაროთ გრიპის იმუნიზაციის კამპანია

წელს აქვთ მოლოდინი და შიში უცხოელ ექსპერტებს, რომ შესაძლოა, „ტვინდემია“ თავიდან ვერ ავიცილოთ. თუმცა, არიან ოპტიმისტებიც და მეც მივეკუთვნები მათ რიცხვს, რომ ის შეზღუდვები და რეგულაციები, რაც კოვიდზე არსებობს, წელსაც დაგვიფარავს გრიპის ეპიდემიისგან, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცერცვაძე მიმართავს მოსახლეობას, ჯანდაცვის მუშაკებს, გააძლიერონ კოვიდის ვაქცინაცია, ასევე, დაიწყონ გრიპის ვაქცინაციის კამპანია, რადგან „ვარაუდების იმედად ვერ ვიქნებით“.

„ახლა ძალიან აქტუალურია „ტვინდემიის“ საკითხი მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებში და წამყვან ექსპერტებს შორის. ეს სიტყვასიტყვით „ტყუპ ეპიდემიას“ ნიშნავს, ორი ეპიდემიის არსებობას ერთსა და იმავე დროში. ლაპარაკია კოვიდის პანდემიაზე და სეზონური გრიპის ეპიდემიაზე, რომელიც შეიძლება დაემთხვეს კოვიდს. გრიპის სეზონი იწყება გვიანი შემოდგომიდან და გრძელდება ზამთრის პერიოდში. შარშან იყო გამონაკლისი, როდესაც სეზონური გრიპის ეპიდემია არც საქართველოში ყოფილა და არც მსოფლიოში. მიიჩნევენ, რომ ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ მკაცრმა შეზღუდვებმა, რომელიც შარშან შემოდგომაზე იყო თითქმის ყველა ქვეყანაში კოვიდის გამო. წელს აქვთ მოლოდინი, შიში უცხოელ ექსპერტებს, რომ შესაძლოა, „ტვინდემია“ თავიდან ვერ ავიცილოთ. ამასთან, ზოგიერთი ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ რადგან შარშან გრიპის ეპიდემია არ იყო, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მის მიმართ იმუნიტეტიც არ აქვს, რასაც მოსახლეობა ყოველწლიური გრიპის ეპიდემიის დროს გამოიმუშავებდა ნაწილობრივ მაინც და შემდეგ წელს ეს იმუნიტეტი მას დრამატული განვითარებისგან იცავდა. რადგან შარშან არ ყოფილა გრიპის ეპიდემია, წელს შეიძლება ის უფრო მძიმედ წავიდეს. თუმცა, არიან ოპტიმისტებიც და მეც მივეკუთვნები მათ რიცხვს, რომ ის შეზღუდვები და რეგულაციები, რაც კოვიდზე არსებობს, წელსაც დაგვიფარავს გრიპის ეპიდემიისგან.

ჩვენ ვერ ვიქნებით ვარაუდების იმედად. მივმართავ მოსახლეობას, ჯანდაცვის მუშაკებს, ოჯახის ექიმების ქსელს, აუცილებელია გავაძლიეროთ კოვიდის ვაქცინაცია! ასევე, დავიწყოთ და რაც შეიძლება ეფექტიანად ჩავატაროთ გრიპის ვაქცინაციის კამპანია. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე შემოიტანა ვაქცინების ნაწილი, კიდევ შემოაქვს და უახლოეს დღეებში ექნება 200 ათასი ვაქცინა. სახელმწიფო უფასოდ და პრიორიტეტულად აუცრის ზოგიერთ პროფესიულ ჯგუფებს - ექიმებს, პედაგოგებს და განსაკუთრებულ ჯგუფებს - ორსულებს, ასაკოვან ადამიანებს ან თანმხლები დაავადებების მქონე პირებს. ამ კატეგორიის პაციენტების გრიპზე აცრას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ასევე მაქვს იმედი, რომ კომერციულ ვაქცინასაც შემოიტანენ და დანარჩენ მოსახლეობას ექნება საშუალება აიცრას ვაქცინაციის ცენტრებში“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით „თბილისი მარიოტის" ღია ეზოში ბრუნდება
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა
"ტერაბანკი" ბიზნესს მრავალფეროვან სატარიფო პაკეტებს სთავაზობს
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო