თენგიზ ცერცვაძე - არ მესმის პედაგოგების, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე და საფრთხის ქვეშ აყენებენ მოსწავლეებს, აგრეთვე მშობლების, რომელთაც სახლში ჰყავთ ბავშვები და არ ზრუნავენ აცრაზე

არ მესმის იმ პედაგოგების, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე და ამით საფრთხის ქვეშ აყენებენ თავიანთ აღსაზრდელებს, მოსწავლეებს. აგრეთვე, იმ მშობლების, რომელთაც სახლში ჰყავთ ბავშვები ან თუნდაც ასაკოვანი ოჯახის წევრები და არ ზრუნავენ ვაქცინაციაზე, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პედაგოგებისა და სკოლის პერსონალის აცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.

„გადამწყვეტია მშობლების და ინსტიტუტების პერსონალის აცრა. ბევრმა ქვეყანამ შემოიღო პედაგოგების სავალდებულო აცრა და პედაგოგები, რომლებიც არ არიან აცრილი, არ უშვებენ სასწავლო დაწესებულებაში. ჩვენთან იყო მცდელობა, უბრალოდ მოისინჯა ნიადაგი საზოგადოებაში, პედაგოგების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მკვეთრი უარი განაცხადა. ესეც დაუშვებელი და არაჯანსაღი მიდგომაა. მე არ მესმის იმ პედაგოგების, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე და ამით საფრთხის ქვეშ აყენებენ თავიანთ აღსაზრდელებს, მოსწავლეებს. აგრეთვე, იმ მშობლების, რომელთაც სახლში ჰყავთ ბავშვები ან თუნდაც ასაკოვანი ოჯახის წევრები და არ ზრუნავენ ვაქცინაციაზე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა