კვლევა - ვაქცინაცია ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკს 90%-ით ამცირებს

ვაქცინაცია ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების რისკს 90 %-ით ამცირებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მეცნიერები საფრანგეთში ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აცხადებენ.

„ეს ნიშნავს, რომ ვაქცინირებული ადამიანები ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების 9-ჯერ უფრო ნაკლები რისკის ქვეშ იმყოფებიან არავაქცინირებულებთან შედარებით,“- განაცხადა ეპიდემიოლოგმა მაჰმუდ ზურეიკმა, რომელიც კვლევის ზედამხედველობას ახორციელებდა.

კვლევის დროს 2020 წლის 27 დეკემბრიდან 2021 წლის 20 ივლისამდე პერიოდში 50 წლიდან ასაკის 22.6 მილიონ ადამიანს დააკვირდნენ. კერძოდ, 11.3 მილიონი 50 წელს გადაცილებული სრულად ვაქცინირებული პირი იმავე რაოდენობის არავაქცინირებულებს შეადარეს. შედეგები ანალოგიური იყო „ფაიზერ/ბიონტექის“, „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინის ეფექტურობა ვაქცინაციიდან 5 თვის განმავლობაში არ შემცირებულა.

მკვლევარებს მხოლოდ ერთი თვე ჰქონდათ „დელტა“ ვარიანტის შემთხვევაში ვაქცინების ეფექტურობის შესაფასებლად, ვინაიდან კორონავირუსის ეს ვარიანტი საფრანგეთში დომინანტური მიმდინარე წლის ივნისიდან გახდა, თუმცა შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინებმა მძიმე სიმპტომებისა და გარდაცვალების რისკი 75 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში 84% -ით, 50-74 წლის პირებში კი - 92%-ით შეამცირა.

”ეს ძალიან მოკლე პერიოდია ამ ვარიანტზე ვაქცინაციის რეალური გავლენის შესაფასებლად,“- აღნიშნა ზურეიკმა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით კვლევები გრძელდება.

კვლევა სამეცნიერო ჯგუფმა Epi-Phare-მა ჩაატარა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია