„ჯივიპი” სამგორის საფილტრე სადგურზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს

12 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის საფილტრე სადგურზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს განახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამგორის საფილტრე სადგურზე ტექნიკური სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა აუცილებელია, რის გამოც 12 ოქტომბერს საღამოს 21:00 საათიდან 13 ოქტომბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში, ვარკეთილის ზემო პლატოს, ხომლელის, თრიალეთის, კალოუბნის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებს; ლილოს დასახლების I-II მიკრორაიონებს, I, IV და V კვარტლებს, II კვარტლის N1-8 კორპუსებს, ჭირნახულის, სტურუას, მეფრინველეობის, აფხაზავას, ნამორაძის, მროველის, გოკიელის, კამოს და მეკოკიშვილის ქუჩებს; საქნავთის, სადგური ლილოს და ლოჭინოს დასახლებებს; ვარკეთილის მეურნეობას, წინუბანს, ნასაგურს, დიდ ლილოს; სოფელი გამარჯვების ნაწილს; ჰუალინგის, ორხევის, თეთრიხევის, ვაზიანის და მიმდებარე დასახლებებს. აეროდრომის დასახლების და კახეთის გზატკეცილის ნაწილს, სამხედრო დასახლების II ქუჩას, ჯავახეთის II და III შესახვევს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, "ფეისბუქისა" და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა