საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 37 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 723 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 118 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 605 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 640 358-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.01%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.58% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.98%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 623 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 603 995.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 306 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა - 225, იმერეთი - 1 060, ქვემო ქართლი - 256, შიდა ქართლი - 349, გურია - 156, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 493, კახეთი - 617, მცხეთა-მთიანეთი - 104, სამცხე-ჯავახეთი - 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 59.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 031 საიდანაც 4 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 563, აჭარაში - 402, იმერეთში - 1 119.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 042 პირი, მათ შორის, თბილისში - 334, აჭარაში - 77, იმერეთში - 362. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი, მათგან თბილისში - 134, აჭარაში - 20, იმერეთში - 30.

749 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 377 - თბილისში, 221 - აჭარაში.

21 666 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 7.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 11 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 254 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 698 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 37 პაციენტი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა