„მეწარმე ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, PechaKucha ღონისძიება გაიმართება

15 ოქტომბერს ზუგდიდი, სასტუმროში „გარდენ პალასი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს მხარდაჭერით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, სამეგრელოში მცხოვრები მეწარმე ქალები საკუთარი გამოცდილებისა და გამოწვევების შესახებ აუდიტორიას ზუგდიდში, PechaKucha ფორმატით უამბობენ. მსოფლიოში პოპულარული პლატფორმა PechaKucha Night, რომელიც არაფორმალურ გამოსვლებს აერთიანებს, ზუგდიდში პირველად ჩატარდება და იგი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს მიეძღვნება.

ღონისძიებაში 6 მეწარმე ქალი მიიღებს მონაწილეობას და საკუთარი საქმიანობის გაცნობასთან ერთად, 6-წუთიან პრეზენტაციებში იმ მნიშვნელოვან როლზეც ისაუბრებს, რომელსაც სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალები საკუთარი თემებისა და რეგიონების განვითარებაში ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ PechaKucha-ზე მონაწილე ქალებმა ბიზნესი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების მხარდაჭერით დაიწყეს ან განავითარეს და სხვადასხვა ცვლილების ინიციატორებადაც იქცნენ.

PechaKucha Nights არის პლატფორმა, რომლის დახმარებითაც ინოვატორები, მეწარმეები და ცვლილებების ინიციატორები აუდიტორიას საკუთარ იდეებსა და პროექტებზე უყვებიან. იგი ტოკიოში, 2003 წელს, ახალგაზრდა დიზაინერებმა წამოიწყეს და დღეს უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველოში PechaKucha Nights 2018 წლიდან ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორია სტარტაპ ბიურო, მხარდამჭერები კი გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ფრიდრიხ ნიუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასია და ლიბერთი არიან.

ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს რეგიონებში 2017 წლიდან მუშაობს. ეს საქმიანობა ბიზნესის დაწყებისა და სტარტაპების წახალისებას, მეწარმეობის განვითარებას, შესაბამისი ცოდნისა და უნარების გაძლიერებას, მცირე გრანტების გაცემასა და სხვა ინიციატივებს მოიცავს.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ ფარგლებში ტარდება. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიების ბმული

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია