საქალაქო სასამართლოში, პარტიის „ელენე ხოშტარია - დროას" მიერ, საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების საფუძველზე, რამდენიმე სასამართლო სხდომა გაიმართება

საქალაქო სასამართლოში, პარტიის „ელენე ხოშტარია - დროას" მიერ, საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების საფუძველზე, რამდენიმე სასამართლო სხდომა გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, საბურთალოს საოლქოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავენ.

როგორც „დროას“ იურისტი ქეთი ბაქარაძე აცხადებს, ისინი უბნების ხელახალ გადათვლას ითხოვენ.

„უბნების გადათვლას ვითხოვთ, რადგან ოქმებში დისბალანსია, ასევე მაღალია ბათილი ბიულეტენების რაოდენობა. ეს მიზეზია რის გამოც, გადათვლას ვითხოვთ. მათი არგუმენტია, რომ უკვე გადათვალეს უბნები, მათ შორის, ლოტოტრონის პრინციპით და დაამატეს 4 უბანი, თუმცა, საინტერესოა, რომ მხოლოდ უბნების ბათილი ბიულეტენების რაოდენობა გადათვალეს და არა მთლიანად პროპორციული ბიულეტენები. გადათვლებმა გვაჩვენა, რომ ხმებშიც იყოს აცდენები და სხვა სუბიექტს ჰქონდა მინიჭებული ხმების რაოდენობა, რაც რეალურად მისი არ იყო“, - განაცხადა ქეთი ბაქარაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო