„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, კომპანი „კაიამ“ მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

„საქართველოს ბანკმა“ სახელმწიფო პროგრამა - „აწარმოე საქართველოსთან“ ერთად, კომპანია „კაიას“ მზის პანელების ელექტროსადგურის განთავსებისთვის ფინანსური რესურსი გამოუყო.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, პროექტის საინვესტიციო მოცულობა 185 000 ლარს შეადგენს, რაც სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა.

მათი ინფორმაციით, მზის პანელების დამონტაჟების შემდეგ კომპანია 110 კვტ-ის სიმძლავრის სადგურით დაახლოებით 150 000 კვტ/სთ ენერგიის გამომუშავებას შეძლებს, რაც ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფის ფონზე, კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, დაზოგოს ფინანსური რესურსი და ის წარმოების სამომავლო განვითარებას მოახმაროს.

„კომპანია „კაია“ ქართული მძიმე მრეწველობის სექტორში საქმიანობს. ის 2011 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აწარმოებს ლითონის სამშენებლო და სახარჯ მასალებს.მის წარმოებაში არსებული ლითონის მასალები ფართოდ გამოიყენება როგორც სამრეწველო, ისე საყოფაცხოვრებო მიმართულებით. კომპანია მრავალპროფილურია. კომპანია პროდუქციას სარეალიზაციოდ აწარმოებს და ღირსეულ კონკურენციას უწევს იმპორტირებულ ნაწარმს“,-აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჩვენი ერთგული პარტნიორის, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ვაგრძელებთ მუდმივ განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ბანკის მხრიდან მიღებული დაფინანსების პარალელურად, კომპანიამ მიიღო „აწარმოე საქართველოს“ დაფინანსებაც. პროექტის საერთო ღირებულება 245 000 ლარს შეადგენს, საიდანაც კომპანიის მხრიდან გასაწევი ხარჯი მხოლოდ 7000 ლარს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენთვის და გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ სამომავლო გაფართოებაზე, ახალი ტექნოლოგიების ათვისებაზე, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე“,- განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ილია ბაჩანიძემ.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ეროვნულ საქმეში, რასაც ქართული მძიმე მრეწველობის წახალისება და ხელშეწყობა ჰქვია. სასიამოვნოა, რომ ეს ჩვენი და „კაია“-ს უკვე მესამე წარმატებული ერთობლივი პროექტია, რომელიც ბანკის პარტნიორ კომპანიასთან „ჰელიოს ენერჯისთან“ ერთად განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ „კაია“ მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას და მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე. მიგვაჩნია, რომ კომპანიები, რომლებიც ორიენტირებულები არიან წინსვლაზე და არ ჩერდებიან, ნადვილად შეძლებენ წარმატების მიღწევას. ბანკში გვჯერა, რომ თუკი ხელს შევუწყობთ ასეთ ბიზნესებს, ჩვენ ერთად შევძლებთ წარმატებეული ეკონომიკის მშენებლობას“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა