„ევროპული საქართველოს“ წევრმა ბესიკ დონაძემ საბურთალოს 33-ე უბნის გახსნის და ხმების გადათვლის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართა

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ბესიკ დონაძემ საბურთალოს 33-ე უბნის გახსნის და ხმების გადათვლის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ბესიკ დონაძის განცხადებით, აღნიშნული უბნის გადათვლაზე საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი უთხრათ.

"ევროპულმა საქართველომ" სარჩელით მივმართეთ სასამართლოს, სარჩელი ეხება საბურთალოს ოლქში ხმების გადათვლას, ეს არის 33-ე უბანი, სადაც "ევროპულ საქართველოს" საერთოდ არ უწერია ხმები. გამოდის, რომ საერთოდ არ მიგვიღია არჩევნებში მონაწილეობა, სინამდვილეში ამ უბანზე ხმები აღებული გვაქვს, ვითხოვთ ამ უბნის გადათვლას, რაზეც საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი გვითხრა, ახლა მივდივართ სასამართლოში, რადგან სასამართლოს ძალით გავახსნევინოთ საარჩევნო უბანი. პრაქტიკა ცუდია, გამომდინარე იქიდან, რომ წინა სასამართლო პროცესებზე უარი გვითხრეს, არ დაგვიკმაყოფილეს უბნების გახსნის მოთხოვნა, რაც გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში, რაც შეეხება გადათვლილ უბნებს, მათ გადაითვალეს ის უბნები, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან მოთხოვნილი არ იყო, რჩება სიტუაცია ისევ ისე, როგორც იყო. არ ხსნიან უბნებს რადგან, საოლქო საარჩევნო კომისიის უმრავლესობაში არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები”, - განაცხადა ბესიკ დონაძემ საქალაქო სასამართლოში საჩივრის შეტანისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა