ლევან კაკავა საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელ პირებთან ერთად იზმირში გამართულ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ შეხვედრას დაესწრო

ქალაქ იზმირში, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების სამმხრივი შეხვედრა შედგა, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე საფარ მეჰდიევი და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე რიზა თუნა თურაგაი ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამმხრივ ფორმატში, მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის, საბაჟო სფეროში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი, რომელიც მოიცავს, როგორც კანონაღსრულებას, ასევე, საბაჟო გამშვები პუნქტების გამარტივებულ კონტროლის პროცედურებს, ინფორმაციის ელექტრონულ რეჟიმში გაცვლის სისტემებს (e-TIR) და სხვა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე და მხარეებმა გამოხატეს მზაობა, მომავალშიც აქტიურად განაგრძონ კოორდინირებული მოქმედება.

ამასთან აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ოქმს „საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით სამმხრივი კომიტეტის შექმნის შესახებ“.

ლევან კაკავას თქმით ერთობლივი, სამმხრივი საბაჟო კომიტეტი ერთგვარი ქმედითი პლატფორმა იქნება 3 ქვეყანას შორის საბაჟო სფეროში ოპერატიული ურთიერთქმედებისა და დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების მაღალ დონეზე კოორდინაციისთვის.

,,ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოს მხრიდან ჩემი ხელმოწერით დადასტურებული იქნება საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის მუდმივმოქმედი ფორმატი. ამ დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ ერთობლივად ვქმნით საბაჟო ადმინისტრაციებს შორის წარმატებული თანამშრომლობის სანიმუშო მაგალითს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს“, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამსონ ურიდია და საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა.

,,აქვე აღვნიშნავთ, რომ ოქმი უპრეცედენტოა, ვინაიდან ის უზრუნველყოფს სამ ქვეყანას შორის საბაჟო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და პარტნიორობის უახლესი პლატფორმის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, კანონიერი ეკონომიკური ვაჭრობის განვითარებას და სატრანზიტო დერეფნის პოტენციალისთვის ახალი ინსტრუმენტების შექმნას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვფართხალებთ, ვაქტიურობთ,  მაგრამ პოლიტიკური მატარებელი როგორც მუშტაიდის ბაღში, წრეზე დარბის
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა
ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით „თბილისი მარიოტის" ღია ეზოში ბრუნდება
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა
"ტერაბანკი" ბიზნესს მრავალფეროვან სატარიფო პაკეტებს სთავაზობს