ხატია დეკანოიძე - 14 ოქტომბრის აქციაზე ბევრნი უნდა ვიყოთ, მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ არ ვაპირებთ პრეზიდენტისთვის თავისუფლების შეზღუდვას შევეგუოთ

ჩვენი სურვილია, რომ 14 ოქტომბრის აქცია, მეორე ტურში გამარჯვება და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყოს ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქუთაისში ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ქვეყანამ არ უნდა დაუშვას კიდევ ერთი შეცდომა და „არ უნდა გავასამართლოთ ადამიანი, რომელმაც დიდ პროგრესს მიაღწია ამ ქვეყნისთვის“.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მეორე ტურში წამოვიღებთ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ხმებს. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის აუცილებელი, იგი არის გაცხადებულად პოლიტიკური მართლმსაჯულების მიზანი. ქვეყანამ არ უნდა დავუშვათ კიდევ ერთი შეცდომა და არ უნდა გავასამართლოთ ადამიანი, რომელმაც დიდ პროგრესს მიაღწია ამ ქვეყნისთვის. ჩვენი ხელისუფლების შეცდომებზე ბევრი გვისაუბრია, მაგრამ მნიშვნელოვანია საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყოს თავისუფალი, მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. შემდეგ თავად მოსახლეობა გადაწყვეტს, ვის უჭერს მხარს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და ვფიქრობ, ასე უნდა უდგებოდეს საქართველოს ჯანსაღი საზოგადოების ნაწილი ამ ფაქტს. სხვანაირად, შევალთ ისტორიის სპირალში, რომლიდან გამოსვლაც ძალიან გაგვიჭირდება. ჩვენი სურვილია, რომ 14 ოქტომბრის აქცია, მეორე ტურში გამარჯვება და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყოს ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას, ხატია დეკანოიძის განცხადებით, 14 ოქტომბერს ყველა დაინახავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი.

„14 ოქტომბრის აქციაზე ბევრნი უნდა ვიყოთ. უნდა ვაჩვენოთ მთელს მსოფლიოს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აპირებს, საქართველოს პრეზიდენტისთვის თავისუფლების შეზღუდვას შეეგუოს, ვინც ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეშია და შიმშილობის მეთორმეტე დღე აქვს. მე მიხეილ სააკაშვილი მოვინახულე არჩევნებიდან მეორე დღეს და კიდევ ვაპირებ, რომ მოვინახულო. მეორე ტურში გამარჯვებას აქვს დიდი მნიშვნელობა. 14 ოქტომბერს ყველა დაინახავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს