პაატა მანჯგალაძე - თუ „ნაცმოძრაობა" კერძო აქციას ჩაატარებს და არ იქნება კონსულტაციები პარტიებთან, „ჩანგალზე“ ვერ მივალთ

თუ „ნაციონალური მოძრაობა" კერძო აქციას ჩაატარებს და არ იქნება კონსულტაციები პარტიებთან, „ჩანგალზე“ ვერ მივალთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან 14 ოქტომბერს დაანონსებულ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ აქცია პარტიული არ იქნება, ის, როგორც საქართველოს მოქალაქე, ამ აქციაზე მივა.

„აქციები გამოწვეულია საქართველოში არსებული უსამართლობით, პოლიტიკური დევნით, იმით, რომ სამართლიანი არჩევნები, სამართლიანი სასამართლო არ გვაქვს. მე როგორც ვიცი, ეს აქციები არ არის პარტიული და თუ ის არ არის პარტიული, მე როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც ერთი ადამიანი, ვაპირებ, მივიდე ამ აქციაზე.

რაც შეეხება სააკაშვილის პატიმრობის საკითხს, ის პატიმარია იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლო 9 წლის მანძილზე სამართლიანი სასამართლოს შექმნა, რეფორმების განხორციელება, სამუშაო ადგილების შექმნა. ის, რომ დღეს უწევს სააკაშვილის და ყველა ოპონენტის მიმართ ანგარიშსწორება, ეს არის მათი უსაქმურობის, უნიათობის და სიბრიყვის დამსახურება. ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, ყველა პატიმარი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პოლიტიკური მოტივით არის დაკავებული, ჩაითვლება პოლიტპატიმრად. როცა საკითხი ეხება პოლიტიკური დევნის შეჩერებას, სამართლიან არჩევნებს, ეს ვერ იქნება ერთპარტიული, აქ უნდა იყოს ყველა ადამიანი სოლიდარული“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
Samsung-მა უახლესი Galaxy S23 სერია წარადგინა
GM PHARMA-ს ხარისხის კონტროლისა და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების აღიარება
„ბიზნეს დიალოგი“ – „ლიბერთის“ ინიციატივა რეგიონებში
Mastercard, USAID და საქართველოს ფინტექ ასოციაცია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის Tap on Phone პროექტს წარადგენენ
თბილისში „სიმეტრიას“ მიერ განვითარებული საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო - Holiday Inn Express Tbilisi Avlabari გაიხსნა
იოსებ კეჭაყმაძის საკომპოზიტორო შემოქმედება და ფონდი „ქართული გალობა“
ექსპერტიზის ბიურო მომსახურების განახლებულ ტარიფებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ შარშან, უკრაინის გაუბედურების ხარჯზე, რადგან საქართველოში ხალხი და ფული რუსეთიდან შემოდის
„ლიბერთი“ მასშტაბური პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს
BTU-მ ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შექმნისთვის საჭირო კვლევა დაიწყო
სიახლე - „ლიბერთის“ ბანკომატებში Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ოპერაციის შესრულება