ბესარიონ სიმონიშვილი - მარნეულში, დევნილი ოჯახებისთვის ახალი სოფელი აშენდა

მარნეულში, დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდა. 31 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლი იმ ოჯახებს გადაეცათ, რომლებიც წლების განმავლობაში ნგრევად შენობაში ცხოვრობდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. დევნილთა სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროექტი გერმანიისა და საქართველოს მთავრობების წარმატებული თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

„გავხსენით ახალი სოფელი მარნეულში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლებითა და ინფრასტრუქტურით. 31 დევნილი ოჯახი, რომლებიც ამ ადგილიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით ნგრევად შენობაში მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ ახალ ცხოვრებას იწყებენ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, რომელთა დახმარებითაც მარნეულში, ინოვაციური პროექტი განხორციელდა და დევნილი ოჯახების ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სწორედ იმ ადგილას შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, სადაც ისინი წლების განმავლობაში ინტეგრირდნენ.

გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ახალი ქართულ სოფელს ავაშენებთ, გორის მუნიციპალიტეტშიც სოფელ ძევერას მიმდებარე ტერიტორიაზე, რასაც ჩვენთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს.

დევნილებზე ზრუნვა, კვლავ რჩება ჩვენს ურყევ პრიორიტეტად, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ოჯახს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნებამდე, სათანადო საცხოვრებელი პირობები, შევუქმნათ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა