ირაკლი ზარქუა - ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ 14 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობაზე და ეს სწორია - ფანჩატურში ჯდომამ ყველას დაანახა, რომ მათი ლუსტრაცია მოხდა და რეიტინგმა დაიკლო

ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ 14 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობაზე და ეს სწორია - ფანჩატურში ჯდომამ ყველას დაანახა, რომ მათი ლუსტრაცია მოხდა და საზოგადოებაში რეიტინგმა დაიკლო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც 14 ოქტომბერს დაანონსებულ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დამნაშავე არის ციხეში და ყველა დამნაშავეს ჰყავს მიმდევრები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი აზრი დააფიქსირონ.

„მარტივად არის საქმე - დამნაშავე დაჭერილია და არის ციხეში, არ აქვს მნიშვნელობა მის სახელსა და გვარს და პოლიტიკურ მრწამსს. ყველა დამნაშავეს ჰყავს თავის მხარდამჭერები, მიმდევრები, ვისაც სჯერა, ვისაც არ სჯერა, ვისაც სჯერა, მაგრამ არ უნდა დაიჯეროს და ა.შ. ყველას აქვს უფლება, გამოხატოს თავის პოზიცია. ჩვენ დღიდან დაჭერისა, ვხედავთ აქციებს, ხან 7 კაცი, ხან 15, ხან 50 და ა.შ. ახლა არ ვიცი, როდის აქვთ დაანონსებული, მაგრამ სამართლებრივად, შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით ყველას აქვს უფლება აქცია მოაწყოს და კი ბატონო, მოაწყონ. რამდენადაც ვიცი, ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ მონაწილეობაზე, ყველა მიხვდა, რომ ეს არის მილევად რეჟიმში გადასული პარტია და არ უნდათ გაიგივდნენ სააკაშვილთან და სწორია, რადგან ნათელაშვილის ფანჩატურში ჯდომამ ყველას დაანახა, რომ მათი ლუსტრაცია მოხდა და საზოგადოებაში რეიტინგმა დაიკლო. რაც არ უნდა მცდელობა გქონდეს, შეუძლებელია გააკეთილშობილო მწვალებელთა პარტია“, - განაცხადა ზარქუამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს