პარლამენტის თავმჯდომარე სამშენებლო ზედამხედველობის გამკაცრების კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს და პარლამენტის მიერ შესაბამისი ნორმების დროულად მიღების აუცილებლობაზე საუბრობს

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სამშენებლო ზედამხედველობის გამკაცრების კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს და პარლამენტის მიერ შესაბამისი ნორმების დროულად მიღების აუცილებლობაზე საუბრობს.

კახა კუჭავა ბიუროს სხდომაზე ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა და პარლამენტის სახელით დაღუპულთა ოჯახებსა და ბათუმელებს მიუსამძიმრა.

„გუშინ მოვისმინე განცხადება, რომ მერიაში 60-ზე მეტ შენობაზე მიდის რეაგირება და შესწავლა. გარკვეული წერილები მეც მივიღე და შესაბამისად გადავამისამართე, რათა ყველა ავარიულ შენობაზე რეაგირება ყურადღებით მოხდეს.

ჩვენის მხრიდან, თუკი პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროდ ჩათვლის, რათა კანონი კიდევ უფრო გამკაცრდეს და რაც ყველა მთავარია ზედამხედველობა კანონმდებლობით სწორად გაიწეროს, შეგვიძლია საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ, რომლითაც კიდევ უფრო მეტად გავამკაცრებთ ნორმებს, რაც საჭიროა, რომ ზედამხედველობა და რეაგირება უფრო ეფექტური იყოს. სამწუხაროდ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის მასშტაბით პრობლემა ბევრგან არის და აუცილებელია ჩვენი მხრიდანაც შესაბამისი დროული რეაგირება იყოს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

კუჭავა ბიუროს სხდომაზე ძველ, საბჭოთა კორპუსებზე წარმოებულ მიშენებების პრობლემასაც გამოეხმაურა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამას მაქსიმალურად უნდა მიექცეს ყურადღება, რადგან მკაფიოა თუ რა საფრთხე შეიძლება გამოიწვიოს მიშენებებმა მომავალში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო