ადვოკატი - დოკუმენტში, რომლითაც სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელება შეეზღუდა, წერია, რომ მან შეიძლება ამით ზეგავლენა მოახდინოს მის მიმართ წარმოებულ საქმეებზე, რაც სრული აბსურდია

დოკუმენტში, რომლითაც ყოფილ პრეზიდენტს სატელეფონო ზარების განხორციელება შეეზღუდა, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება სატელეფონო ზარების მეშვეობით ზეგავლენა მოახდინოს მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლების მიზანია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს სრულ იზოლაციაში და მას არ ჰქონდეს საზოგადოებასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა.

„ჩვენ გამოვითხოვეთ პასუხი და მივიღეთ ეს დოკუმენტი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს შეეზღუდა სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა ამ დოკუმენტში არაფერი არ წერია. რეალურად ერთადერთი აბსტრაქტული ფრაზაა გამოყენებული, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება სატელეფონო ზარების მეშვეობით ზეგავლენა მოახდინოს მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, რაც არის სრული აბსურდი. რეალურად, ხელისუფლების მიზანია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს სრულ იზოლაციაში და მას არ ჰქონდეს საზოგადოებასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და ეს არის შეშინებული ხელისუფლების სახე", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს