სურსათის სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების პარალელურად, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მექანიკური მეთოდები გამოიყენოს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების პარალელურად, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მექანიკური მეთოდები გამოიყენოს.

ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს აგრძელებს, თუმცა, ამ პერიოდში, მწერი, მისი ბიოლოგიური ციკლიდან გამომდინარე, გამოსაზამთრებლად ემზადება და, ტემპერატურის კლებასთან ერთად, საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისკენ გადაადგილდება, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და მავნებელთან მექანიკური მეთოდებით ბრძოლა.

,,მიმდინარე წელს, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებსა და აჭარაში, ცივი შესხურების მეთოდით დამუშავდა 35-ათას ჰექტარზე მეტი სოფლების ტერიტორია, 22-ათას ჰექტარზე მეტი სიმინდის მასივი და ჯაგნარი, 100 ჰექტრამდე ტყის პერიმეტრი; თერმული ნისლის ტექნოლოგიით სულ დამუშავდა 70-ათას ჰექტარზე მეტი ფართობი; განთავსდა 5000-ზე მეტი ფერომონიანი დამჭერი, 40 000-ზე მეტი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

გატარებული ღონისძიებების შედეგად, მოსახლეობამ, წინა წლის მსგავსად, წელსაც თხილისა და სიმინდის უხვი და ხარისხიანი მოსავალი მიიღო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მექანიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:

https://www.youtube.com/watch?v=2GvSS1Ug9K0&list=PLCWM8uITbWRvvb-9aE61QNsXtJi6WybUU&index=19

https://www.youtube.com/watch?v=7yZZUX_U8ZM

https://www.youtube.com/watch?v=J51jbVkXOCU

https://www.youtube.com/watch?v=QyaBjJES0cc&list=PLCWM8uITbWRvvb-9aE61QNsXtJi6WybUU

https://www.youtube.com/watch?v=23sHNGIIzSs&list=PLCWM8uITbWRvvb-9aE61QNsXtJi6WybUU&index=15

https://www.youtube.com/watch?v=9ivebC0miwI&list=PLCWM8uITbWRvvb-9aE61QNsXtJi6WybUU&index=17

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს