სააკაშვილის ადვოკატი - ჩანიშნონ ამ ოჯახაშენებულებმა სასამართლო პროცესი, ამდენი წელია ადამიანს ეძებდნენ, გულზე მჯიღს იცემდნენ, ჩამოსულია და წარადგინონ სასამართლოს წინაშე

ჩანიშნონ ამ ოჯახაშენებულებმა სასამართლო პროცესი, ამდენი წელია ადამიანს ეძებდნენ და გულზე მჯიღს იცემდნენ, რომ სასამართლოს წინაშე წარვადგენთო, ჩამოსულია, აქ არის, წარადგინონ სასამართლოს წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე განუცხადა, სასამართლო პროცესის ჩანიშვნის გაჭიანურების მიზეზი არის ის , რომ მათ მეორე ტურის წინ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოსვლის ეშინიათ.

„რაც შეეხება სასამართლო პროცესების ჩანიშვნას, ჩანიშნონ ამ ოჯახაშენებულებმა. ამდენი წელია ადამიანს ეძებდნენ და გულზე მჯიღს იცემდნენ, რომ სასამართლოს წინაშე წარვადგენთო, ჩამოსულია, აქ არის, წარადგინონ სასამართლოს წინაშე. თუმცა, მათ ეშინიათ. ეშინიათ, რომ მეორე ტურის წინ, მიშა სააკაშვილის საზოგადოებაში გამოსვლა უპირობოდ განმაპირობებელი იქნება „ქართული ოცნების“ მარცხის. მიშას მთავარი გზავნილიც ეს არის, რომ მეორე ტურში ყველა უნდა დაირაზმოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება ადგილობრივი დონიდან უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ბასილაიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მასთან მისი პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის შესვლას, ბასიალიას თქმით, მას იმედი აქვს, რომ პენიტენციური სამსახური კვლავ მისცემს ნიკა ყიფშიძეს შესვლის და მიშას მონახულების უფლებას.

„ეს არ არის კომფორტი, ეს არის მოშიმშილე ადამიანისთვის უმნიშვნლოვანესი საკითხი“, -აღნიშნა ბასილაიამ.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“