სოლომონ პავლიაშვილი პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის სამუშაო ვერსიის განხილვას დაესწრო

პლასტმასის ნარჩენების მართვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გარემოსდაცვითი პრობლემაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ნარჩენების მართვის კუთხით, უკანასკნელ წლებში, მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, რომელიც პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის სამუშაო ვერსიის განხილვის ღონისძიებას დაესწრო.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტის შემუშავების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის და ყურადღება პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„პლასტმასის ნარჩენების მართვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გარემოსდაცვითი პრობლემაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ნარჩენების მართვის კუთხით, უკანასკნელ წლებში, მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. აღნიშნული მიმართულებით შეიქმნა არაერთი საკანონმდებლო და სტრატეგიული დოკუმენტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით მიიღწევა. პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც ხელს შეუწყობს რეციკლირების პროცესების გაუმჯობესებას, პლასტმასის პროდუქტების მდგრად და უსაფრთხო მოხმარებას და წარმოებას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, დოკუმენტის შექმნაში ჩართული იყვნენ საერთაშორისო და ადგილობრივი დარგის ექსპერტები. პროგრამა მოიცავს 10 წლიან სტრატეგიას და 5 წლიან სამოქმედო გეგმას და ითვალისწინებს პლასტმასის მართვის სექტორში ცირკულარული პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას.

შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პლასტმასის პროდუქტების იმპორტიორები, მწარმოებლები და გადამმუშავებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვფართხალებთ, ვაქტიურობთ,  მაგრამ პოლიტიკური მატარებელი როგორც მუშტაიდის ბაღში, წრეზე დარბის
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა
ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით „თბილისი მარიოტის" ღია ეზოში ბრუნდება
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა
"ტერაბანკი" ბიზნესს მრავალფეროვან სატარიფო პაკეტებს სთავაზობს