საქართველოს ბანკმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100%-იანი გრანტის მფლობელ 7 სტუდენტს სტიპენდია გადასცა

საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ 7 სტუდენტს, რომელმაც 100%-იანი გრანტი მოიპოვა, სტუდენტური ბარათის სახელით ერთჯერადი სტიპენდიები გადასცა.

როგორც საქართველოს ბანკის ინფორმაციაშია ნათქვამი, მარია მასხარაშვილი, მარიამ ენდელაძე, გვანცა ხვედელიძე, ლიზა ტაბეშაძე, ლუკა მესხი, არჩილ ჯანელიძე, ნოდარ გორგოძე- ეს ის სტუდენტები არიან, ვინც ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს.

სტიპენდიანტები მედიცინის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები არიან.

„საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთერთი უცვლელი პრიორიტეტია. მიგვაჩნია რომ, ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობა არის მნიშვნელოვანი. სწორედ ასეთ სტუდენტებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ, მიაღწიონ კიდევ უფრო მეტ წარმატებას, რათა საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდნენ კარგ ექიმებად, ბიზნესმენებად, მაღალკვალიფიციურ კადრებად, რომლებიც საკუთარ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებასა და უკეთეს მომავალში“,- განაცხადა თამარ გოჩაშვილმა, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს