ირაკლი ქადაგიშვილი - მიხეილ სააკაშვილს იმედი ნუ ექნება, რომ პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს, სასჯელს მოიხდის ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში

სააკაშვილი სასჯელს მოიხდის ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში - ის ქვეყნის კანონმდებლობას პატივს არ სცემდა არც პრეზიდენტობის დროს, მან შეიქმნა პუტინზე უფრო მაგარი კონსტიტუცია, ისეთი ძალაუფლების კონცენტრაცია მოახდინა, რომ მსგავსი მსოფლიოში არავის დასიზმრებია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ მისი პატიმრობით პოლიტიკურ კრიზისს შექმნის.

"ნაციონალური მოძრაობის" აქცია არის საკუთარი თავის გასამხნევებლად, რომელსაც რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა არსებულ სიტუაციაზე არ ექნება. მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, არის პოლიტიკოსი, რომელმაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა, რომლის გამოც სასამართლოს სამმა ინსტანციამ მსჯავრი დასდო, ქვეყანაში არალეგალურად შემოიპარა და დააკავეს. ამ მხრივ, მისი მდგომარეობა ნათელია და ოპონენტი რომ ამ მოვლენებს სხვანაირ შეფასებას მისცემს, ამის გამო რეალობა არ იცვლება. პოლიტიკური პროცესი ნორმალურად გაგრძელდება. "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მიზანია, ქვეყანაში ნებისმიერი მეთოდით პოლიტიკური კრიზისი შექმნან, წყალი აიმღვრეს, იქნებ, რაიმე ცუდი მოხდეს და ხელში რამენაირად ძალაუფლება ჩაიგდონ. მიხეილ სააკაშვილს იმედი ნუ ექნება, რომ პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს. ის თავის სასჯელს მოიხდის ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში, ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას, ჩატარდება არჩევნები, გატარდება რეფორმებიც. აქ კომპრომისი ერთადერთია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოდესღაც მისი ქვეყნის კანონმდებლობას პატივის სცეს. პატივს არ სცემდა არც პრეზიდენტობის დროს და მან შეიქმნა პუტინზე უფრო მაგარი კონსტიტუცია, ისეთი ძალაუფლების კონცენტრაცია მოახდინა, რომ მსგავსი მსოფლიოში არავის დასიზმრებია“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს