10 ოქტომბერს ვაქცინის პირველი დოზით მხოლოდ 683 მოქალაქე აიცრა, 11 ოქტომბერს კი 1703 პირი

საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით მხოლოდ 1703 მოქალაქე აიცრა.

უფრო კონკრეტულად, ბოლო 24 საათის მონაცემებით, ქვეყანაში სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 002 488 ადამიანი, 10 ოქტომბერს კი აღნიშნული მაჩვენებელი 1 000 785-ს შეადგენდა.

პირველი დოზით ვაქცინაციის მაჩვენებლის შემცირებაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიაც. მისი ინფორმაციით, პირველი დოზით აცრის რაოდენობა ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაეცა.

როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, პირველი დოზით აცრის რაოდენობა ყოველდღიური აცრის 30%-ს შეადგენს.

„ბოლო 2-3 კვირის პერიოდით, პირველი დოზით აცრების რაოდენობა შემცირდა მნიშვნელოვნად. ეს არის ყოველდღიური აცრების არაუმეტეს 30%-ისა. მაგალითად, თუ 3000 აცრა ჩატარდა დღის განმავლობაში, აქედან პირველი დოზა იქნებოდა 1/3, დანარჩენი არის მეორე დოზით აცრა. რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ვაქცინაციის პროცესს სჭირდება ხელშეწყობა და გააქტიურება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

აღსანიშნავია, რომ შაბათ-კვირას ვაქცინის პირველი დოზით აცრის მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია. მაგალითად, 10 ოქტომბერს აცრის პირველი დოზა მხოლოდ 683 ადამიანი აიცრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა