კახა კუჭავას განცხადებით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტი მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს დაასრულებს

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტი მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს დაასრულებს.

კუჭავამ ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის მისამართით განაცხადა: - “ნუ ნერვიულობთ საკითხებზე, რაზეც პოლიტიკური ნებაც არის და დაწყებულია ქმედებები“.

“საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მეორე მოსმენით განხილვა იქნება. დაველოდებით როცა პარლამენტში ყველა შეიკრიბება, რადგან კონსტიტუციას შესაბამისი ხმები სჭირდება. არჩევნებამდე ბოიკოტის რეჟიმშია ის პოლიტიკური პარტია, რომლის ხმებიც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აუცილებელია“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით 7 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე მიიღო.

პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელიც ხმების 2%-ს მიიღებს. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება.

ამავე ცვლილებებით, მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა ოთხზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო