თამარ გაბუნია ინფიცირების მაჩვენებელზე - „მეხუთე ტალღას“ ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ „მეოთხე ტალღიდან“ ვერ გამოვედით

ბოლო რამდენიმე დღეა დაახლოებით 2500-3000-მდე მერყეობს ინფიცირებულთა მაჩვენებელი - ამ მერყეობის აქტიური მართვა არის მთავარი. მას „მეხუთე ტალღას“ ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ ჩვენ „მეოთხე ტალღიდან“ ვერ გამოვედით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ აღნიშნა, ინფიცირებულთა დღევანდელი მაჩვენებელი საყურადღებოა.

„ჩვენ ამას განსაკუთრებით შევისწავლით, რადგან გარკვეული მატება ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო, თუმცა გარკვეულწილად უჩვეულოდ მაღალი მატებაა დღევანდელი ციფრი. ბოლო რამდენიმე დღეა დაახლოებით 2500-3000-მდე მერყეობს ინფიცირებულთა მაჩვენებელი. ბუნებრივია მას ხელს უწყობს მობილობა, აცრების შედარებით დაბალი მაჩვენებელი, რადგან არ არის საკმარისი ის იმუნური ფენა, რომელიც ჩვენ დღეს ჩამოგვიყალიბდა იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელებას ხელი შევუშალოთ. ამ მერყეობის აქტიური მართვა არის მთავარი. მას „მეხუთე ტალღას“ ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ ჩვენ „მეოთხე ტალღიდან“ ვერ გამოვედით. გარკვეული მერყეობაა, რაც უნდა მოგვარდეს იმ გზით, რომ დავუბრუნდეთ პირბადის ტარებას, სოციალურ დისტანციას და რაც მთავარია ვაქცინაციის პროცესი უნდა გააქტიურდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ისინი მაქსიმალურად მუშაობენ იმისთვის, რომ სკოლების აქტივობა არ შეფერხდეს.

„სკოლების პროტოკოლი გაწერილია და ყველამ იცის როგორ უნდა მოიქცეს თუ გამოვლინდა ინფიცირება და იყო რამდენიმე შემთხვევა. საჯარო სკოლების საერთო რაოდენობა, რომლებიც ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ, 2,2%-ია. მაქსიმალური აქტივობით და ყურადღებით მოხდება შემთხვევების გამოვლენა და დროული მართვა, რაც შეიძლება სასკოლო გარემოში გვქონდეს იმისთვის, რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშალოს“ , - აღნიშნა გაბუნიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს