ამირან გამყრელიძე - ინფიცირების დღევანდელი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი გამოიკვეთა იმერეთში, ასევე სერიოზულად არის გაუარესებული სიტუაცია კახეთსა და სამეგრელოში

ინფიცირების დღევანდელი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი გამოიკვეთა იმერეთში, ასევე სერიოზულად არის გაუარესებული სიტუაცია კახეთსა და სამეგრელოში. ამიტომ, ყველგან უფრო მეტი აცრა არის ჩასატარებელი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე ნაკლები შემთხვევათა რაოდენობა 100 000 ადამიანზე გადათვლით გვაქვს აჭარასა და თბილისში, რადგან აცრის მაჩვენებლით უკვე მივუახლოვდით 60%-იან თამასას თბილისში და ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს აჭარაში.

,,სამწუხაროდ, როგორც ჩანს, უკვე დავიწყეთ ვირუსის პიკისკენ წინსვლა. 4700 დაგროვილი შემთხვევებიც არის, დიდი ალბათობით ხვალ ეს მონაცემი ნაკლები იქნება, მაგრამ ვიქნებით 3000-4000 შემთხვევის ფარგლებში. ყველაზე ნაკლები შემთხვევათა რაოდენობა 100 000 ადამიანზე გადათვლით გვაქვს აჭარასა და თბილისში. აცრის მაჩვენებლით უკვე მივუახლოვდით 60%-იან თამასას თბილისში და ასევე საკმაოდ მაღალი გვაქვს აჭარაში. დღევანდელი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი გამოიკვეთა იმერეთში, ასევე სერიოზულად არის გაუარესებული სიტუაცია კახეთსა და სამეგრელოში. ამიტომ, ყველგან უფრო მეტი აცრა არის ჩასატარებელი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს