გენადი არველაძის თანათავმჯდომარეობით საქართველო - ავსტრიის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის თანათავმჯდომარეობით, ავსტრიის ქალაქ ვენაში საქართველო - ავსტრიის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-6 სხდომა გაიმართება.

აღნიშნული სხდომა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის პარალელურად იმართება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე განხილული იქნება საქართველო-ავსტრიას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები ისეთი სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ინვესტიციები, დიგიტალიზაცია, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა, ევროინტეგრაცია და სხვა. სხდომის დასასრულს ხელი მოეწერა თანამშრომლობის ოქმს.

მათივე ცნობით, ასევე დაგეგმილია გენადი არველაძის ორმხრივი შეხვედრა ავსტრიის რესპუბლიკის ეკონომიკურ და ციფრულ საკითხთა ფედერალური სამინისტროს ეკონომიკური, ინოვაციური და საერთაშორისო პოლიტიკის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორ ფლორიან ფრაუშერთან, რომლის დროსაც მხარეები ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობებს განიხილავენ.

„საქართველო - ავსტრიის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-6 სხდომის დასასრულს კომისიის თანათავმჯდომარეები ერთობლივ ოქმს მოაწერენ ხელს.

ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, გენადი არველაძე ასევე მიიღებს მონაწილეობას საქართველო-ავსტრიის ერთობლივ ბიზნეს-ფორუმში, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკის სავაჭრო პალატისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართება. ასევე, სსიპ „აწარმოე საქართველოში“-ს დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად შეხვედრებს გამართავს ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლებთან“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს