რუსთავის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ ტრენინგები გაიმართა

რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა რუსთავის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ონლაინ ტრენინგები ჩაატარა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, მონაწილეებმა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისაგნ მიიღეს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის, მისი გაუმჯობესების გზების, მონიტორინგის, ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსთავში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სამრეწველო სექტორიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების პრევენციისა და რეგულირების მიზნით, „რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 2020-2022“ მოქმედებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა