სალომე სამადაშვილი - დარწმუნებული ვარ, აქციას ბევრი ადამიანი დაესწრება, რომელსაც ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულება სურს

აქცია არის პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, ჩემი პოზიცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, დაფიქსირებული მაქვს ძალიან ნათლად,- ამის შესახებ ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა კითხვის პასუხად, დაესწრება თუ არა 14 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელია, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში აღმოჩნდა.

„როგორც პოლიტიკური, ასევე მორალური თვალსაზრისით, ჩემი შეფასება არის ნათელი. რაც შეეხება აქციას, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა ჩაატაროს აქცია და მნიშვნელოვნად თვლიან შესაბამისად. დარწმუნებული ვარ, აქციას დაესწრება ბევრი ადამიანი, რომელსაც ქვეყანაში სურს პოლიტიკური ცვლილებები და მათ შორის, პოლიტიკური დევნის დასრულება", - განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო