დავით კირკიტაძე რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილს ხვდება

რუსთავის ციხეში, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ხვდება.

როგორც მან პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ქართველი ხალხის გვერდით იდგეს.

"დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ მომცა ნებართვა, რომ მოვინახულო საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ჩვენი სურვილია ყველაფერი იყოს საჯარო, რაც ხდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარშემო. ის იმიტომ არის ჩვენს ქვეყანაში, რომ ჰქონდეს საშუალება იდგეს ქართველი ხალხის გვერდით“, - განაცხადა კირკიტაძემ და დასძინა, რომ დარწმუნებულია, 14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე ბევრი ადამიანი მივა და გააპროტესტებს ამ ფაქტს, რომ „არანორმალურია ვითარება, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უსამართლოდ ზის ციხეში“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო