ბექა დავითულიანი - აქციები და პეტიციები ვერც ერთ დამნაშავეს მისჯილი პასუხისმგებლობისგან ვერ იხსნის

ის, ვინც ამბობს, რომ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი, თანაზიარია იმ პასუხისმგებლობის, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გააჩნია - როგორც ჩანს, მოსწონდათ ეს სისტემა, პირდაპირ თქვან, რომ მოსწონთ ძალადობრივი რეჟიმი და ის, რასაც სააკაშვილი ჩადიოდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, აქციაზე რამდენი ადამიანი მივა, რადგან სააკაშვილს ვერც აქცია და ვერც პეტიციაზე ხელმოწერები ვერ იხსნის პასუხისმგებლობისგან.

"ყველა მსჯავრდებულს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება იშიმშილოს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ექიმების დაკვირვების ქვეშ. ალბათ თურნავამ იგულისხმა, რომ მსოფლიოში და საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, ვისაც შიმშილობის გარდა სხვა გზა არ აქვს, სააკაშვილს აქვს სხვა გზა, მაგრამ ირჩევს პროტესტის ამ ფორმას, მას აქვს ამის უფლება და შეუძლია იშიმშილოს.

ერთხელ და საბოლოოდ მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ის, ვინც დღეს სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, პირდაპირ ითხოვს იმ ძალადობრივი ქმედებების და დანაშაულების ლეგიტიმაციას, რაც მას ჩადენილი აქვს. ის, ვინც ამას აკეთებს, ამბობს, რომ უნდა გათავისუფლდეს და აცილებს პასუხისმგებლობას, არის თანაზიარი იმ პასუხისმგებლობის, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გააჩნია. როგორც ჩანს მოსწონდათ მათ ეს სისტემა და პირდაპირ თქვან, რომ მოსწონთ ძალადობრივი რეჟიმი და ის, რასაც სააკაშვილი ჩადიოდა.

ძალიან მარტივად ვთქვათ, ვერც აქციები, ვერც პეტიციები ვერც ერთ დამნაშავეს დანაშაულის გამო მისჯილი პასუხისმგებლობისგან ვერ იხსნის. ამიტომ ახლა რამდენმაც გინდა ხელი მოაწეროს ამ პეტიციას, რამდენმაც გინდა, აქციაზე თავი გამოიჩინოს გამოსვლებით, ეს სააკაშვილს სასამართლოსგან მისჯილი დანაშაულისგან ვერ გაათავისუფლებს. არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, 5000 კაცი მივა თუ 3, დამნაშავე არის დამნაშავე, რომელმაც სასჯელი უნდა მოიხადოს,"- განაცხადა დავითულიანმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა